ავიალაინერ SSJ-100-ის პილოტი, დენის ევდოკიმოვი ინტერნეტპორტალ Baza-ს იმ ხანძრის დეტალებს უყვება, რომლის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა.
მისი თქმით, თვითმფრინავს მეხი დაეცა: “უეცრად განათდა და რაღაცამ დაიტკაცუნა”. ამის გამო, ლაინერმა რადიოკავშირი დაკარგა და პირდაპირი მართვის რეჟიმზე გადავიდა. ეკიპაჟმა საავარიო სიხშირეზე რადიოკავშირის აღდგენა მოახერხა, მაგრამ ეს ხანმოკლე იყო.
“დაფრენისას სიჩქარე დიდი არ იყო, როგორც პროტოკოლის მიხედვით არის მითითებული”, – იხსენებს ევდოკიმოვი. მისი თქმით, ხანძარი დაფრენის შემდეგ გაჩნდა: “ხანძარი, ჩემი აზრით, დაჯდომის გამო გაჩნდა. მიზეზი, ალბათ, ესაა”.
კატასტროფის ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, არ დასახელებულა. აეროპორტ “შერემეტიევოს” პრესსამსახური ადასტურებს, რომ ხანძარი თვითმფრინავის მიწაზე დაშვების შემდეგ გაჩნდა.
რამ გამოიწვია ტრაგედია მოსკოვში?
2019/05/06 11:13:52
ნანახია: 724 ჯერ