მარნეულის მეორე საარჩევნო უბნიდან “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის, თამარ მეტრეველის გაძევება გახდა საჭირო. როგორც უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს დამკვირვებელი პროვოკაციებს აწყობდა.
მარნეულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, ზაურ დარგალის თქმით, მარნეულში არჩევნების პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა პროვოკაციებსაც აქვს ადგილი.
15:00 საათისთვის ცესკო-ს მონაცემებით, მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე ხმა 22 553-მა ამომრჩეველმა მისცა. მარნეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 99 717-ია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ( 99 173 ამომრჩეველი) 544 ამომრჩევლით არის გაზრდილი. მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის 15 მარნეულში მდებარეობს, 75 კი 84 სოფელშია განაწილებული. მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს.