უბედური შემთხვევა ბუდაპეშტში – მდინარე დუნაიზე გემის გადაბრუნების შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ. ბოლო მონაცემებით დაკარგულია 21, ხოლო დაღუპულია 7 ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული. უნგრეთში უკვე გაემგზავრნენ სამხრეთ კორეელი მაშველები და დაკარგულთა ოჯახის წევრები.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულია იმ ხომალდის კაპიტანი, რომელიც მდინარე დუნაიზე ტურისტების გემს შეეჯახა.
საექსკურსიო ნავი მდინარე დუნაიზე გუშინ ჩაიძირა. ბორტზე სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა.
კომენტარები