ელტონ ჯონი რუსულ კომპანიას უპირისრდება, რომელმაც მუსიკოსის შესახებ გადაღებული ფილმის კინოგაქირავებიაში გაშვების უფლებები შეიძინა.
მიზეზი ბიოგრაფიული ფილმიდან სცენების ამოჭრა გახდა.
რუსულმა კომპანიამ “როკეტმენიდან” ინტიმური სცენები ამოჭრა, რასაც მუსიკოსის და ფილმის შემქმენელების უკმაყოფილება მოჰყვა.
ელტონ ჯონმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც რუსული კომპანია ცენზურაში დაადანაშაულა.
“როკეტმენის” შექმნელები აცხადებენ, რომ ბიოგრაფიული ფილმი ბრიტანელი მუსიკოსის ექსტრაორდინალურ ცხოვრებას აჩვენებს და იმ გზას, რომელიც ლეგენდარულმა მომღერალმა გაიარა.
ფილმის შემქმნელები რუსულ კომპანიას ფილმის დამახინჯებაში ადანაშაულებენ.
კომენტარები