თურქეთის ხელისუფლებამ ელიფ შაფაქის და სხვა ცნობილი მწერლების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ინფრომაციას გარდიანი ავრცელებს.
გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში დაწყებულ კამათს მოჰყვა. მომხმარებელთა ნაწილმა ზოგიერთი მწერალი იმ პრაქტიკების გამართლებაში დაადანაშაულა, რომელთა შესახებაც ისინი თავიანთ ნაწარმოებებში წერდნენ. მათ შორისაა ბავშვზე ძალადობა და სექსუალური ძალადობა.
დებატი მწერალ აბდულლაჰ შევქის წიგნის ერთ-ერთი გვერდის ტვიტერზე გამოქვეყნებით დაიწყო.
ეპიზოდში ბავშვზე ძალადობის სცენა იყო აღწერილი.
მწერლის მიმართ ჯერ გამოძიება დაიწყო. წიგნის ავტორი და გამომცემელი მალევე დააკავეს. ამის შემდეგ, მომხმარებელმა სხვა მწერლების ნაწარმოებების პასაჟების გამოქვეყნებაც დაიწყო. მათ შორისაა უამრავი ჯილდოს მფლობელი ნოველისტი ელიფ შაფაქი. პროკურატურამ მისი ნოველების, მათ შორის, “ევას სამი ქალიშვილი” შემოწმება დაიწყო.