შვეიცარიაში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ინციდენტი ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში საბაგიროს სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, საბაგიროს კაბელი გაწყდა, რის შედეგადაც ერთი მუშა დაიღუპა, 6 ადამიანი კი დაშავდა. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის დროს ადგილზე ტურისტები არ იმყოფებოდნენ. მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარები