ნიცაში, 14 ივლისს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.
როგორც საფრანგეთის ხელისუფლებაში განაცხადეს, ტერაქტის დროს დაშავებული, პიერ ჰატერმანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილობრივი პრესის თანახმად, გარდაცვლილის მეუღლე და ვაჟი ტერაქტის დროს დაიღუპნენ, მისი 14 წლის ქალიშვილი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
14 ივლისს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ტერორისტი ხალხში სატვირთო მანქანით შევარდა.
პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
კომენტარები