ტრისტან წითელაშვილის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ და „რუსთავი 2“-ის მიერ სპეციალურად წამოწეული თემაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, უმეტესწილად მსგავსი თემები არის პოლიტიზირებული.
„როცა „ნაცმოძრაობას“ სალაპარაკო არ აქვს, მაშინ წამოწევენ ხოლმე მსგავს თემებს, რომ „რუსთავი 2“-ის ბადე შეავსონ. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირ საიდუმლო რეჟიმს დარღვევა არ ჰქონია. თემის ხელოვნური ინსპირირება მოხდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე მივმართეთ პროკურატურას, რათა საზოგადოებას არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვა”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
კომენტარები