პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ადასტურებს, რომ ივა ჩიღვინაძე პრეზიდენტის კონსულტანტად დაინიშნა
დოლიძე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ივა ჩიღვინაძე ის პირია, რომელმაც 26 მაისს ნინო ბურჯანაძის მანქანით პოლიციელი, ვლადიმერ მანსურაშვილი მოკლა და შემდეგ პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.
“თავის ჩვეულ სტილში ”ნაციონალური მოძრაობა“, ამჯერად მტკნარი სიცრუით აგრძელებს უკვე მეორე წრეზე იმ ხალხის დევნას, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რომელიც უკვე ერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ეს სამწუხარო რეალობა “ქართული ოცნების“ ხელისუფლების უნიათობის ბრალია ნაწილობრივ. ივა ჩიღვინაძე ნამდვილად იმუშავებს პრეზიდენტის კონსულტანტად და მისი უშუალო საქმე იქნება სწორედ ის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა წინააღმდეგობით მოძრაობაში, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო პოლიტიკურად დევნილი, სრულად აღდგეს საკუთარ უფლებებში“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
”ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს, იმ ხალხის დევნას, რომელიც მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში”
2016/08/06 10:51:19
ნანახია: 2044 ჯერ