ანგელა მერკელი საზოგადოების წინაშე კვლავ შეუძლოდ გახდა. ინციდენტი ბერლინში, გერმანიის ახალი იუსტიციის მინისტრის ფიცის დადების ცერემონიაზე მოხდა.
შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც კანცლერმა კანკალი დაიწყო.
თანაშემწემ მას წყალი შესთავაზა, რის შემდეგაც ანგელა მერკელმა თავი უკეთ იგრძნო.
კანცლერი ცერემონიას ბოლომდე დაესწრო და ლიდერებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.
კომენტარები