„ქართული ოცნება“ მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც პენსიონერების დასაქმებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს კომპანისებისთვის, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ.
ამასთან, მისივე თქმით, ეს არ გულისხმობს საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის პენსიის ან სოციალური შეღავათების მოხსნას.
პროგრამის სახელწოდებაა – „ცხოვრება გრძელდება“ და პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამოყენებული უნდა იყოს ის საინტერესო პოტენციალი და გამცოდილება, რომელიც უფრო თაობაშია.
“დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება, ვინაიდან ბევრ ადამიანს მიეცემა ცხოვრების ხალისი და ვფიქრობთ, ის პოტენციალი, რომელიც უფროს თაობაშია, შესაძლებელია, უფრო კარგად გამოვიყენოთ“,- განაცხადა პრემიერმა.