ისრაელის ისტორიაში პირველად პარტიის ლიდერი ღიად გეი ნიცან ჰოროვიცი გახდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
54 წლის ჟურნალისტმა და ქნესეთის ყოფილმა დეპუტატმა მემარცხენერადიკალური პარტია „მერეცის“ პრაიმერში გაიმარჯვა: მან პარტიის კონფერენციაზე დელეგატების 50%-ზე მეტის ხმა მოიპოვა.
სამადლობელ სიტყვაში ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ის ამაყობს იმ ფაქტით, რომ გახდა პარტიის პირველი ლიდერი, რომელიც ლგბტ საზოგადოებას ეკუთვნის.
ისრაელში ლგბტ თემი საკმაოდ მრავალფეროვანი და გავლენიანია. 2002 წელს ქნესეთში პირველად აირჩიეს ღიად გეი დეპუტატი. ამჟამად ქვეყნის პარლამენტში 5 დეპუტატია, რომელიც ლგბტ საზოგადოებას წარმოადგენს. 5 ივნისს კი ისრაელის პრემიერმინისტრმა იუსტიციის მინისტრად ალონ ჰადადი დანიშნა, რომელიც ასევე ღიად გეია.
კომენტარები