ავიაკატასტროფა ტეხასში – ქალაქ ედისონში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ის ადგილობრივი აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე დამხმარე შენობას დაეცა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
სამაშველო სამსახურების ცნობით, კატასტროფის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 8 მგზავრი და ეკიპაჟის 2 წევრი იყო. ავიაკატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.
კომენტარები