საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელია მის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ფეისბუქის” პირად გვერდზე პასუხობს:
“მოკლე კომენტარი მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე მეგობარმა მომწერა პირადში თხოვნით მარტივად მეპასუხა. ისე კი ვფიქრობ, არ ღირს ისეთ კომიკურ და არასერიოზულ სიცრუეზე რეაგირება როგორიცაა სააკაშვილთან რაიმე კომუნიკაცია… ამას რასაკვირველია განზრახ ავრცელებენ და დავალებით, მაგრამ სასაცილოდ არ მყოფნის.
ვისაც ეხება : ტყუილად ირჯებით, არც იოცნებოთ!!! მეტ დროს ამ სისულელეზე ვერ დავხარჯავ”, – წერს ბესელია სოციალურ ქსელში.
კომენტარები