საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებთან ერთად მიაგო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.
„დღეს 8 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან.
მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შემდეგ რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები