კრასნოდარის მხარეში, ტუაფსესთან ახლოს, გემი გადაბრუნდა, რომელზეც ტურისტები იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი მონაცემებით, გემზე 43 ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ადგილობრივმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გემზე მაქსიმუმ 20 ადამიანის ყოფნა შეიძლებოდა. გემის მფლობელიც და კაპიტანიც დაკავებულია.
კომენტარები