რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელზაბეთ რუდს პასუხობს. კერძოდ, რუსეთის საგარეო უწყების განმარტებით, რუდმა მოსკოვის მხრიდან საქართველოს მიმართ გატარებულ ზომებს „უსამართლო, არასაჭირო და არაპროპორციული უწოდა.
„გვინდა შევახსენოთ ქალბატონ რუდს, რომ აშშ-ს „უსამართლო, არასაჭირო და არაპორპორციული“ პოლიტიკის მსხვერპლი რიგი ქვეყნები გახდნენ, რომლებიც დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებენ“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეახსენა, თუ რა სანქციები დაუწესა აშშ-მ სსრკ/რუსეთს 1974-2018 წლებში.
კომენტარები