საარჩევნო ბლოკმა “პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებულმა ოპოზიციამ” მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა.
საარჩევნო ბლოკის სახელით ქარელის რაიონში წარდგნელია ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი; ნაძალადევსა და თემქაზე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი კახაბერ კორძაია; სიღნაღსა და დედოფლის წყაროში – ბავშვთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ნაირა ალავერდაშვილი; ახალციხესა და ადიგენში წარდგენილია გოდერძი კუბლაშვილი, რომელსაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მუშაობის გამოცდილება აქვს.
კომენტარები