რუსი სენატორი, ალექსეი პუშკოვი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და სახელმწიფო სათათბირო საბჭოს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე მხარს უჭერს.
მისივე თქმით, რუსეთისთვის ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა.
„მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბირო საბჭოს. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით, „რუსთავი 2-ის“ პროვოკაციებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ, უფასოდ გაუგზავნონ ნატო-ელ მოკავშირეებს – არ მგონია, მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, – წერს რუსი სენატორი ტვიტერში.
პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან, ურჩია, რომ პრეტენზიები თავის ხელისუფლებას წაუყენონ.
კომენტარები