ამერიკელ მილიარდერს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობაში დასდეს ბრალი. საქმე ეხება ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს, რომელსაც 2005 წელს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს, თუმცა მაშინ მილიარდერმა საპროცესო გარიგებით ციხეს თავი აარიდა.
გამოძიების ცნობით, 2002-2005 წლებში ეპშტეინი ფლორიდასა და მანჰეტენზე მდებარე სახლებში არასრულწლოვან გოგოებს პატიჟებდა და სექსმომსახურების სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდა. მსხვერპლთა ნაწილი 14 წლის იყო.
66 წლის ეპშტეინი რამდენიმე დღის წინ ნიუ ჯერსის აეროპორტში დააკავეს, სადაც ის პირადი თვითმფრინავით საფრანგეთიდან ჩავიდა. სასამართლო პროცესი, რომელზეც ფინანსისტის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხს განიხილავენ, 11 ივლისს გაიმართება.
კომენტარები