პუტინი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ უჭერს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ის სანქციების წინააღმდეგ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო მიდის. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
“მე ამას არ გავაკეთებდი, ქართველი ხალხის პატივისცემიდან გამომდინარე,” – ამბობს პუტინი.
რუსმა დეპუტატებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარი ერთხმად დაუჭირეს. რუსეთის დუმის დეპუტატები სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, გადაცემა პ.ს.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საავტორო მონოლოგს დანაშაულს უწოდებენ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.
კომენტარები