“აირჩიე ბათუმი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება შენი შემდეგი მოგზაურობისთვის”, – ამ მოწოდებას WIZZ AIR-ის 2.5 მილიონზე მეტი მგზავრი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.
ამ წარწერით ჩასხდომის ბარათებს ავიაკომპანიის მგზავრები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებებზე გაეცნობიან.
WIZZ AIR-ის ყველა მგზავრი, რომელიც აღნიშნული 7 ქვეყნიდან ან მათი მიმართულებით ბილეთს ერთი თვის განმავლობაში შეიძენს ბათუმის რეკლამას ელექტრონულ ფოსტაზეცმიიღებს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უმსხვილესი ავიაკომპანიის თითოეულ მგზავრამდემივიტანოთ ინფორმაცია დაისვენონ ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში. ამ შემთხვევაში რეგიონის რეკლამას ეცნობიან ის მგზავრები, რომელთა ჩაფრენის ან გამოფრენის მიმართულება უკრიანასთან ერთად ჩვენი სამიზნე ევროპული ქვეყნებია. ჯამში, კი ეს ციფრი მინიმუმ 2,5 მილიონ მგზავრს ითვალისწინებს. აჭარის პოპულარიზაცია დავიწყეთ National Geographic-ზეც, სადაც წელს პირველად რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი ეცნობა”,– განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოპულარიზაციას ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მეშვეობით 23 აგვისტომდე გააგრძელებს.
იმედინიუსი