ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თუშეთში, მეცხვარის დღის აღნიშვნაზე, „თუშეთობა 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა იქ მყოფებს დღესასწაული მიულოცა.
„ყოველგვარი თავდამბლობის გარეშე ვიტყვი, რომ თუშეთი მართლაც არის საქართველოს ანდამატი, საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ „თუშეთობას“ ერთად ვდღესასწაულობთ. დიდი მადლობა ყველა აქ მაცხოვრებელს იმისთვის, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე შემოგივნახეთ. ვულოცავ თუშ მეცხვარეებს, თითოეული აქაური მაცხორებელი საქართველოს ფარია“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრქტურულ პროექტებზე და გზის მშენებლობაზე.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას. თუშეთს აქვს უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. უკვე დაწყებული გვაქს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამდეროვე, ევროპული სტანდარტების გზა, რათა ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და, რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების შემართებელი გზები, რომლებზე ასევე ვმუშაობთ. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ამ მხარის, კულტურის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კირიკაშვილის ინფორმაციით, ამ გზას ექნება ბევრი დანიშნულება, პირველ რიგში ტურიზმის განვითარებისთვის, რათა აქაურმა ოჯახებმა მეტი შემოსავალი ნახონ, ჰქონდეთ მეტი ინტერესი იმის, რომ ბევრი სასტუმრო გაიხსნას, ადგილობრივი რეწვა განვითარდეს.
„რა თქმა უნდა, გზას ექნება უსაფრთხოების დანიშნულება, რადგან ეს არის ჩვენი სასაზღვრო რეგიონი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას. აღსანიშნავია გზის მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხრივაც, რადგან გზის, კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის გარეშე ეს იქნება შეუძლებელი“,– აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთში სტუმრობისას.