ვიდრე მე ვარ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ არ ვართ არც ისეთი ახალგაზრდები და არც ისე გადასული სხვა თემებზე, რომ ეს ვერ გავიაზროთ. ჩვენ ცოტა სხვა გამოცდილების და ხედვების ხალხი ვართ. რეალურად კი, მე მიმდინარე პროცესებში უფრო სხვა ლიდერებისგან ვხედავ პრობლემებს და რ მინდა, რომ უცხოეთში გაქცეული, თუ გადახვეწლი ავანტურისტული იდეებით დაკავებული ყოფილი, თუ დღევანდელი ლიდერები, რაღაც პროვოკაციის მსგავსს გვიწყობდნენ გამუდმებით. აი, მათ თემებზე უნდა ვიყოთ ყურადღებით, რადგან სამწუხაროდ, “ნაციონალებმა” ვერ დააღწიეს თავი იმას, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაფერზე არ უნდა წავიდნენ. თორემ, ჩვენ შემთხვევაში, სამივეს მაგივრად გაძლევთ პირობას – არჩევნების წინ დიახ, იქნება პოლიტიკური კონკურენცია, პაექრობა, მაგრამ ეს არ იქნება მტრობა, კანონის, არც ზნეობის და ეთიკის ნორმების დარღვევა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის მიერ ტელეთერში გაკეთებული განცხადებები დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.