ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია, ამას მეც ვგრძნობ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის კომისარი გიულა ბუდაი, რომელიც გასულ კვირას საქართველოს სტუმრობდა, “ბიზნეს-რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს. გიულა ბუდაის შეფასებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს.
„ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია, ამას მეც ვგრძნობ. სახელმწიფო სწორი მიმართულებით მიდის, უფრო მეტი წარმატებისთვის აუცილებელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა. მაგალითად, უნგრეთთან თანამედროვე ტექნოლოგიების გათავისება, გამოცდილების გაცვლა, ასევე მთავარია განათლება სოფლის მეურნეობის დარგში. უნგრეთმა საქართველოს 50 სტუდენტის გაცვლის პროგრამა შესთავაზა. აქედან 10 სოფლის მეურნეობის მიმართულებითა. რატომღაც ეს ადგილები არ ივსება. საჭიროა მეტი ჩართვა ამ კუთხით. რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა წავიდეს უნგრეთში წამყვან აგრარულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ჩემი აზრით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს“, – აცხადებს გიულა ბუდაი.
გიულა ბუდაი: ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს
2016/05/11 20:46:48
ნანახია: 2146 ჯერ