“მაეტროს” ანალიტიკოსის ვალერიან გორგილაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნების” მიერ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის წარდგენილი კანდიდატები გამოცდილების მქონე, წარმატებული ადამიანები არიან.
“თბილისში “ქართული ოცნებიდან” გამარჯვების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა კანდიდატს აქვს, ვინაიდან აქ რეიტინგის მხრივ, ვითარება ბევრად უფრო სახარბიელოა, ვიდრე რეგიონებში. ასევე, უკლებლივ ყველა კანდიდატი არის რაღაც გარკვეული წარმატების, გამოცდილების მქონე.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პრეტენდენტს გამარჯვებულის ფსიქოლოგია გააჩნია. ამ თვალსაზრისით, თბილისში, პრობლემებს არ ველი. შეიძლება, გარკვეულ ოლქებში იყოს მეორე ტური, მაგრამ მეორე ტურის საბოლოო შედეგშიც ეჭვი არ მეპარება “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. თბილისში, ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად, 95%-იანი მაჩვენებელი ჰქონდეს “ოცნებას”, – განაცხადა გორგილაძემ.