თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა გაემიჯნოს, არამედ ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ნაჩქარევმა კომენტარებმა შეიძლება დააზიანოს ერთი და მეორე ადამიანი. ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანია. თუ ეს დადასტურდა, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა გაემიჯნოს, არამედ ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში. სამართლებრივი მხარე კიდევ ცალკე თემაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები