რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნების” მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებენ.
გოგა ხაინდარავასთვის აბსოლუტურად გაუგებარია „ზოგიერთი ექსპერტის და ჟურნალისტის ქილიკი“ წარდგენილ სპორტსმენებთან მიმართებაში.
”ეს ქილიკი გაისმა ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებაში. ცდილობენ, სპორტსმენობა ნეგატიურად წარმოაჩინონ. ამ ჟურნალისტებს და ექსპერტებს, ყველას ერთად შეკრებილს, ერთი წუთით იმდენი სიხარული მოუტანიათ ქართველი ერისთვის, როგორც შოთა ხაბარელს, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა? მათზე ნაკლები განათლება, ან მათზე ნაკლები ცოდნა აქვს? რას ქილიკობენ, რა არის აქ საქილიკო? ადამიანმა წარმატებით იასპარეზა სპორტულ სარბიელებზე და მერე პროფესიონალური ცხოვრება გააგრძელა – ზოგი ეკონომისტია, ზოგი იურისტია, რა სჭირთ ამ უცოდინარების საქილიკო?
საბოლოო ჯამში, ყველაფერს ამომრჩეველი და ქართველი ხალხი გადაწყვეტს და არა ექსპერტები, რომელთაც განსხვავებით ამ პატივცემული ადამიანებისგან, ერთი წუთი სიხარული ქართველი ხალხისთვის არასდროს მოუტანია. ლანძღვის, ბოღმის და უცოდინრობის გარდა მათგან არასდროს სხვა არაფერი გვინახავს”, -განაცხადა ხაინდრავამ.