,,ფრაზა ამერია უბრალოდ, “ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ომი მოგვეწიოს“ და “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა“ გამთლიანდეს,“ – ასე განმარტა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ მისი განცხადება. ბოკერიამ გორელობის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა: “ღმერთმა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს.”
მისივე თქმით, პრობლემა არა ღმერთის ხსენებაში, არამედ ამ თემით ოპონენტზე თავდასხმაშია.
ამასთან, გიგა ბოკერია ეხმაურება ფრაზას, რომ “კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილია”
“მე არ გახლავართ ეკლესიური ადამიანი, ამ (მართლმადიდებლური ქრისტიანული) კულტურის ნაწილი რომ ვარ, რა თქმა უნდა, ეგ ეგრეა… არა ვარ ეკლესიური, ათეისტიც არა ვარ, მე უფრო აგნოსტიკოსი ვარ, ბევრჯერ მითქვამს ეგ, მაგრამ (ქრისტიანული) კულტურის ნაწილი ვარ-მეთქი, ეგ ვთქვი. ” – განაცხადა ბოკერიამ “მთავარი არხის” ეთერში.