გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან, დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მისთვის ყველაზე მარტივი საკითხია იმის „გადაყლაპვა კორცხელში, რაც მოხდა“, იმიტომ, რომ იმაზე ბევრად უარესი რამ მოხდა ამ ქვეყანაში“.
„დამილოცნიხართ შვილო ჩემო-თქო, გადაეცით ნიკა მელიას ჩემგან. მაგას არ სჭირდება დიდი შემწყნარებლობა, რომ მაგის გადაბიჯება შეძლო. უნდა გესმოდეს პასუხისმგებლობა, თუ ხელისულებაში მოდიხარ, ქვეყანას წინ როგორ წაიყვან – ამაზეა ლაპარაკი და არა რაღაც პატარა, პირად ბოღმებზე. კორცხელის ამბავი უმნიშვნელო კი არ იყო, ძალიან ცუდი ამბავი იყო, როდესაც ხელისუფლება კრიმინალებს ან სპორტსმენებს იყენებს არჩევნების ჩასაშლელად. ოღონდ იმიტომ კი არ არის მტკივნეული, რომ ჩვენ ხელი მოგვხვდა, ჩვენზე უფრო ბევრად, იქ სხვა ხალხიც დაზიანდა. სერიოზული დაზიანებით საავადმყოფოში მოხვდნენ, მათ შორის, პოლიციელი და ჩვენი რამდენიმე მომხრე. თუ ვინმეს აქვს არსაპატიებელი ან საპატიებელი ისინი არიან და არა მელია და მე, რომლებიც დეპუტატები ვართ და ბევრად უფრო დაცულები ვართ ზოგადად. მაგრამ, მაგასაც თავი რომ დავანებოთ, პრობლემა არის წინ. რა იქნება ცხოვრებაში და ქვეყანაში“, – განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, „ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის არ გაასამართლებენ, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”