ანაკლიის პორტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში კვლავ პოლიტიკური განცხადებების თემაა. ოპოზიცია ხელისუფლებას სტრატეგიული პროექტის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კონსორციუმს ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივდება.
“იმიტომ გადაუვადდა, რომ საშუალება მისცემოდა, ბოლო წუთამდე აძლევენ საშუალებას, იქნებ მოიზიდონ ინვესტორი და ახლა გვეკითხებიან, რატომ გადაავადეთო? პოლიტიკური თავხედობის უფრო მაღალი დონე არ არსებობს,“ – ამბობს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
კომენტარები