თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბაგრატიონი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.
კახა კალაძემ მუნიციპალური სამსახურის ყოფილ უფროსს მადლობა გადაუხადა.
კომენტარები