“ქართული ოცნება” არის საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, ეს პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დმანისსა და წალკაში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო სიძნელეები, თუმცა ეს ბარიერები გადალახულია.
“დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ღირსეულად გავართმევთ ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას თავს, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. უამრავი პროექტი, უამრავი პროგრამა იქნა განხორციელებული, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. ჩვენი ერთსულოვნებით, ერთად დგომით ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ. ზუსტად პარტია “ქართული ოცნება” გახლავთ საქართველოში ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, ეს პრობლემები იყოს ეტაპობრივად მოგვარებული და რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად. მინდა, კახა ოქრიაშვილს ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვება იქნება არა მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების და აქტივისტების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია “ქართული ოცნების” გამარჯვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობასთან”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” ღირსეულ გზაზე სიარულს გააგრძელებს.