პრემიერ-მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, სპეკულაციებს თავი დაანებოს და საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ცდილობს, არათუ აღიაროს საკუთარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოყვნენ, წამოაძახოს კიდეც ნასამართლეობა.
“300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს მოუწია დიდი წნეხის ქვეშ აღიარებითი ჩვენების მიცემაც. ეს საქმეები დაწყებულია დიდი ხნის წინ და ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა ამ წნეხის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქვეყნის მოსახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებენ ადამიანების დადანაშაულებას. მე მაგალითად, მგონია, რომ იოსებ მაკრახიძისნაირი ადამიანი ნამდვილად ყველა გორელისთვის საამაყოა, რადგან მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის გორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, იგი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ის არის ძალიან აქტიური ადამიანი და ანთებულია, რომ მოაგვაროს ყველა პრობლემა გორში”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს.
“იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ მოსახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებენ ადამიანების დადანაშაულებას”
2016/08/20 20:31:14
კომენტარები
ნანახია: 5552 ჯერ