სამტრედიის პოლიციის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. მათი ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი სოფრომაძე. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფრომაძე აქციის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ დააკავეს, როცა სახლში ბრუნდებოდა.
სამტრედიის პოლიციასთან გამართული აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები შეღებეს. მანამდე აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა პოლიციის მანქანებზე სტიკერები და ფურცლები გააკრეს, სადაც 7 აგვისტოს გარდაცვლილი დემურ სტურუას წერილი იყო აღბეჭდილი.
აქციის მონაწილეები სამტრედიაში, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ,
კომენტარები