“ბურჭულაძის ბლოკი ვერაფრით ვერ მოვა ხელისუფლებაში. ალბათ ამ ადამიანებს სწორედ ნაციონალებთან მოუწევთ ბრძოლა. შესაძლოა, ეს ძალები ერთი ცენტრიდან იმართებოდნენ, მაგრამ არჩევნებში ისინი ერთმანეთს შეეცილებიან.
პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ისინი აუცილებლად გაერთიანდებიან. უმრავლესობას ვერ შექმნიან, ერთად იქნებიან და ერთ გუნდად ჩამოყალიბდებიან, მაგრამ პარლამენტში უმრავლეოსბას ისინი მაინც ვერ ჩამოაყალიბებენ.
ამ ადამიანებს საერთო იდეოლოგია აქვთ. ამომრჩევლის დიდი ნაწილი ნაციონალების იდეილოგიას არ იზიარებს დ ასეთ ხალხს დიდი რაოდენობით არ აირჩევს”, – აცხადებს დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მანუჩარ მაჩაიძე კენჭს მეჭიაურის პარტიის სახელით იყრის / “ბურჭულაძის ბლოკი ხელისუფლებაში ვერ მოვა”.
“სხვადასხვა პროფესიის ადამიანების კანდიდატების წარდგენა, ზოგადად დემოკრატიული პროცესია. ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ბოლო დროს ჩვენში ახალ სახებზე და ახალგაზრდებზე გადაჭარბებული ყურადღებაა გადატანილი. სპორტი ხომ არის, რომ გუნდი გაახალგაზრდავონ!
გადახალისებაზე ამხელა აქცენტი გაუგებარია. პოლიტიკაში გამოცდილი პოლიტიკოსები აუცილებლად უნდა იყვნენ. ცნობილი პოლიტიკოსების განვლილი გზა ცნობილია და ხალხი ამის მიხედვით აკეთებს არჩევანს. პოლიტიკოსების უარყოფა რა შეიძლება, გამოცდილება რაღარცას ხომ ნიშნავს. დღევანდელ პარლამენტში აღარ არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც წვლილი აქვთ შეტანეილი ქვეყნის დამოუკიდებლობაში.ეს სწორი არ არის – ეს პოლირიკოსები სულ ჩამოაშორეს პოლიტიკას”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანუჩარ მაჩაიძე და შეკითხვაზე – “თქვენ აპირებთ კენჭისყრას?” – პასუხობს:
“დიახ, თამაზ მეჭიაურის პარტიის სახელით. ამ ახალ პარტიაში არ შევსულვარ. მისი მხარდამჭერი ვარ. კენჭს ნაძალადევის ერთ-ერთ უბანზე ვიყრი. მეჭიაურთან რამდენიმე დღის წინ რამდენიმე პარტია მართლაც გაერთიანდა. თუმცა შემდგომ გაფართოებაზე ვერაფერს ვიტყვი – ამაზე კონსულტაციების მიმდინარეობს”.