გორში, სამხედრო ბაზასთან ახლოს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი და ბავშვი.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერი გაჩერებულ “მერსედესს“ დაეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) .
კომენტარები