ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“დმანისში დღეს მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ წუთებში მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა. პოლიციის უფროსს შევხვდით. ვისაუბრეთ. ჩვენს კანდიდატსა და შტაბის თანამშრომელზე თავდამსხმელი პირები პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს. მე თვითონ ასობით პატიმრის გათავისუფლებაში მაქვს შეტანილი პატარა წვლილი და არავის დაჭერაზე არ ვოცნებობ… მაგრამ ასეთი კურდღლები, ქალზე რომ ხელს სწევენ, აუცილებლად უნდა დაისაჯონ.”
შეგახსენებთ, რომ გუშინ “პატრიოტთა ალიანსის” დმანისის შტაბს თავს დაესხნენ.
კომენტარები