„ჩვენ ხალხს შესანიშნავად ესმით, რომ ნაციონალების დაბრუნება სისხლის გუბეებს დააყენებს ქუჩაში. ჯერ როცა ზენიტში იყვნენ და ხალხში სიყვარული ჰქონდათ, მაშინ იყვნენ სასტიკები და თქვენ წარმოიდგინეთ გამწარებულები და ხელისუფლება დაკარგულები რა ამბავს დაატრიალებენ. გარდა ამისა, მათი დაბრუნება ხელისუფლებაში რუსეთთან გარდაუვალი ომია,“ – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
პირველი ლეიბორისტი მის კონკურენტად არც თავისუფალ დემოკრატებს და არც პაატა ბურჭულაძეს მიიჩნევს.
„როგორც მე არ შეიძლება მქონდეს რეიტინგი საოპერო წრეებში, ისე არ შეიძლება პაატას ჰქონდეს რეიტინგი პოლიტიკაში,“ – აცხადებს ნათელაშვილი.
კომენტარები