მთავრობის მეთაური საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ასეთი გამოწვევების პირობებში ასეთი სერიოზული მუშაობა აუცილებელი იქნება მომავალშიც“.
„მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტული აქტის აღკვეთის საკითხს. მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ვახტანგ გომელაურს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ძალიან სერიოზული სამუშაო გასწიეს და ძალიან სერიოზული საფრთხე აღკვეთეს. ვფიქრობთ, რომ ასეთი გამოწვევების პირობებში ასეთი სერიოზული მუშაობა აუცილებელი იქნება მომავალშიც, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ რეგიონში უამრავი გამოწვევაა. ასე რომ, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის მშვიდი ძილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.