ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილ ინდაურის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იტყობინებიან.
”საბაჟო გამშვებ პუნქტში -,,ფოთისა და ყულევის პორტები ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა’’ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარების მიერ ნიდერლანდების სამეფოდან შემოსული ინდაურის გაყინული და მექანიკურად განცალკავებული ხორცის (27000კგ) ეჭვის საფუძველზე, ლაბორატორიული ანალიზისათვის აღებულ ნიმუშში, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა (salmonella) დადასტურდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ან განადგურებას.
ინდაურის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს
2016/08/25 18:38:35
ნანახია: 1723 ჯერ