საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ზაალ კაპანაძე დაინიშნა. ზაალ კაპანაძის დანიშვნას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.
კაპანაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი იყო.
ზაალ კაპანაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა შსს აკადემიის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსად, შსს აკადემიის სამეურნეო სამსახურის უფროსად, შსს აკადემიის სამეურნეო განყოფილების უფროსად, ასევე ზესტაფონის კვების პროდუქტების „ბუნებრივი საღებავის“ ქარხნის დირექტორად.
კომენტარები