„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მორიგი შეხვედრა დოლიძისა და ფანასკერტელის ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა. ლევან გოგიჩაიშვილი ამომრჩევლის პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმების შესახებესაუბრა.
“ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანია. ამიტომაც, “ქართული ოცნების” პრიორიტეტებში თავიდანვე იყოთანამოქალაქეების ჯანრთელობაზე ზრუნვა და სოციალური საკითხები. დროულმა და ხელმისაწვდომმასამედიცინო მომსახურებამ ათასობით ადამიანს მისცა განკურნების შესაძლებლობა და მნიშვნელოვნადშეამცირა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი. ამისთვის, “ქართული ოცნების” მიერ 127,7%-ითგაიზარდა ბიუჯეტი. 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. 10 000 -ზე მეტ ადამიანს დაეხმარა C ჰეპატიტის პროგრამა, რომლითაც მომავალში უკვე ნებისმიერი მოქალაქეუფასოდ შეძლებს სარგებლობას“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„კატასტროფული მდგომარეობა დაგვხვდა, მაგალითად, წყალმომარაგების კუთხითაც. ნახევარ მილიარდზემეტი უკვე დაიხარჯა ამ პრობლემების გადასაჭრელად, ხოლო 1.5 მილიარდის პროექტები ამჯერადშესრულების პროცესშია, რაც დამატებით 500 000 ჩვენს თანამემამულეს უზრუნველყოფს წყალმომარაგებით.
ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვას, ჩვენს პრიორიტეტად ყოველთვის დარჩებაადამიანი და კიდევ უფრო გაუმჯობესდება სოციალური პაკეტი. საბურთალოზე განხორციელებულიპროექტები იქნება ნათელი ნიმუში “ქართული ოცნების” შემდეგი წარმატებული ოთხწლიანი მმართველობის,რასაც თქვენი თანადგომით და ერთსულოვნებით კიდევ ერთხელ მივაღწევთ”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ლევან გოგიჩაიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
2016/08/27 13:04:08
კომენტარები
ნანახია: 1371 ჯერ