შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ. გ. დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.გ.-მ ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს მიჰყიდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ ჰეროინი და 7 აბი „ტრამადოლი“ ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები