ლალი ფაფიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
როგორც ლალი ფაფიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „რუსთავი 2“-ი, როგორც მოსარჩელე მხარე, ფაქტებით მანიპულირებს და „საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებს “, რაც, მისი შეფასებით, ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
„საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის იყო და იქნება გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი ძირითადი დამცველი, თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების გამოყენება ცალკეულ მოსამართლეებზე ან სასამართლოზე დაუსაბუთებელი დისკრედიტაციის მიზნით დაუშვებელი და მიუღებელია, ისევე როგორც ეს ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტებით მანიპულირება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ცილისწამება თანაბრად დაუშვებელია და ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას, შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტებით მანიპულირება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაუსაბუთებელი ბრალდებები და ცილისწამება თანაბრად დაუშვებელია და ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვინაიდან მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები პერმანენტულად და დაჟინებით სვამენ კითხვის ნიშნებს ჩემს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯიუტად არ აყენებენ აცილების შუამდგომლობას, აღნიშნული ქმნის ზეწოლის მცდელობის და მოსარჩელეთა იმ წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ეჭვს“,- განაცხადა ფაფიაშვილმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე აცილების თხოვნით მიმართა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, მისი ეს გადაწყვეტილება 27 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც მის მიმართ შესაძლო ზეწოლას ეხებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე აცილების შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად პლენუმის წევრი 9 მოსამართლიდან 5-ის თანხმობა სჭირდება. როდის შეიკრიბება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ჯერჯერობით უცნობია.
ლალი ფაფიაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს
2016/08/30 16:00:12
კომენტარები
ნანახია: 2120 ჯერ