“შეხვედრები რეგიონულ მედიასთან”, – ასე ერქმევა ტელეკომპანია GDS-ის ახალ საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
გადაცემას 2030-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი გაუძღვებიან.
პროექტის პირველი გადაცემა 1 სექტემბერს, 12:00 საათზე აჭარიდან გავა პირდაპირ ეთერში.
მაყურებელი გადაცემას ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში და 2030.news-ზე ნახავს.
კომენტარები