ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული ბადრი ნათობაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში მისმა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განაცხადა.
“მოხდა დნმ-ის ნიმუშის აღება. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, იგი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს”, – აცხადებს ადვოკატი.
მკვლელობა ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს შუადღეს მოხდა. თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა. მეორე კი მძიმედ დაიჭრა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – გადაყვანილია საავადმყოფოში.
ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული ბადრი ნათობაძე დუმილის უფლებას იყენებს
2016/09/02 23:01:31
ნანახია: 2482 ჯერ