მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ბადრი ნათობაძე ყოფილი ხელისუფლების დროს ციხეში იჯდა.
„ვიცი, რომ ის ადამიანი ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხეში იჯდა. მან ციხეში 7 წელი გაატარა. რაც შეეხება ამ სპეკულაციებს, ესეც ვნახე. მაგ ლოგიკით, ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო 4 წელი. ვინ სად მუშაობდა, როგორ მუშაობდა, ვერ გეტყვით, მე ვერ დავადასტურებ. პარლამენტში ეს კაცი ნამდვილად არ მინახავს. ერთი რამ ვიცი ნამდვილად, რომ თბილისში ვცხოვრობთ და ყველამ ვიცით, რას უკავშირდება სამწუხაროდ, ეს კრიმინალური გარჩევები. ადამიანი გარდაიცვალა, მეორემ ასეთი დანაშული ჩაიდინა, ამაზე პოლიტიკურად მოკერება, რა არის ეს? ქოცობაც აღარ არის ეს, მე თუ მკითხავთ”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
კომენტარები