სოსო ჯოხაძის ძმაკაცის შვილის განცხადებით, მკვლელობის დროს მანქანაში გიორგი ჯოხაძეც იჯდა.
“ბევრი ადამიანი ჰყავს დაჭრილი, ორი კვირის წინ ვიღაც სცემა მაგრად, ერთი კვირის წინ დაჭრა ვაკელი ბიჭი, ახლა კი სოსო მოკლა. ეს საშინელებაა, საქართველოში არ უნდა დადიოდეს ასეთი ბიჭი. ღმერთი არ აპატიებს ამას. სოსო განსაკუთრებულად მიყვარდა, მასზე კარგის მეტს ვერაფერს გაიგებთ, დღეს ჩემი თვალებით და ხელებით შევეხე გარდაცვლილ სოსოს. შემთხვევის დროს გიორგიც მანქანაში იჯდა, უკანა სავარძელზე. მკვლელმა მასზე იძია შური. ძმა თვალწინ მოუკლეს. რომ ვნახე მისი ძმა გარდაცვლილ ძმას როგორ ეხუტებოდა ცუდად გავხდი. ბადუკას რომ აკავებდნენ, მანქანაში რომ ჩასვეს სახეში შევაფურთხე.”
www.ambebi.ge
კომენტარები