შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყაზბეგში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
”საბაჟო გამშვებ პუნქტში ”ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის სკანირების შედეგად, საბარგულში, არადეკლარირებული საქონელი – ალკოჰოლური სასმელი არაყი (42 ლიტრი) აღმოაჩინეს”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
კომენტარები